ჩვენ შესახებ
„რასელ ბედფორდ ეიეისი“– „რასელ ბედფორდ ინთერნეშენალ“-ის საერთაშორისო ქსელის წევრი-კომპანიაა, რომელიც წარმატებით ოპერირებს საქართველოში აუდიტის, ბიზნეს-კონსულტაციების, საგადასახადო და საბუღალტრო მომსახურების სფეროში.
2019 წლის დასაწყისში აუდიტორული კომპანიების „ახვლედიანი აუდიტ კონსალტინგი“-სა და „აუდიტორიული კომპანია ათოსი“-ს პარტნიორებმა ზვიად ახვლედიანმა და ალექსანდრე ოქრომჭედლიშვილმა დადეს შეთანხმება კომპანიების შერწყმის თაობაზე, რითაც შეიქმნა ერთ-ერთი ყველაზე დინამიური და ზრდაზე ორიენტირებული აუდიტორული და ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია საქართველოში, რომელმაც გაიარა „რასელ ბედფორდ ინთერნეშენალ“-ის ხარისხის მონიტორინგი, გახდა მისი დამოუკიდებელი წევრი და ამჟამად საქმიანობას განაგრძობს „რასელ ბედფორდ ეიეისი“-ს სახელწოდებით.
კომპანია „ახვლედიანი აუდიტ კონსალტინგი“ 2006 წლიდან, ხოლო „აუდიტორული კომპანია ათოსი“ 2000 წლიდან, ეწევა საქმიანობას საქართველოს აუდიტორულ და საკონსულტაციო ბაზარზე. ორივე კომპანიას სახელმწიფო და კერძო კომპანიებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ. კომპანიები ორიენტირებულნი არიან კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე და მათი მთავარი ფასეულობა მომსახურების მაღალი ხარისხია.