RUSSELL BEDFORD WEBSITE

კარიერა

 

ბუღალტერი

პოზიციის ზოგადი აღწერილობა

ბუღალტერი წარმოადგენს საშუალო რანგის ადმინისტრაციულ პოზიციას. აღნიშნულ პოზიციაზე მომუშავე პირი პასუხისმგებელია ფირმის საბუღალტრო დეპარტამენტის საქმიანობის მართვასა და კოორდინირებაზე. ბუღალტერი თანამშრომლობს პარტნიორებთან და ანგარიშვალდებულია მათ წინაშე.

ძირითადი მოვალეობები:

  • ფირმის ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება და ბუღალტრულ პროგრამებში ასახვა;
  • ფირმის ფინანსური ანგარიშების, საგადასახადო დოკუმენტების, სტატისტიკური ანგარიშების, ასევე სახელმწიფო სტრუქტურების მიერ მოთხოვნილი სხვა ანგარიშების მომზადება და წარდგენა;
  • ბიუჯეტის მომზადებაში მონაწილეობა და კონტროლი;
  • კლიენტებისათვის ინვოისების დროულად მიწოდება;
  • კომპანიის წარმომადგენლობა საგადასახადო და სხვა სახელმწიფო ორგანოების წინაშე;
  • ფირმის ფინანსურ და საბუღალტრო საკითხებთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

კვალიფიკაცია:

  • უმაღლესი განათლება
  • ბუღალტრად მუშაობის 2-3 წლის გამოცდილება
  • ბუღალტრული განათლების დამადასტურებელი სერთიფიკატი,
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა

უპირატესობა მიენიჭება საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიებში მუშაობის გამოცდილების მქონე პირებს. ანაზღაურება კვალიფიკაციის მიხედვით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმეები შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@russellbedford.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს არ განიხილებიან.