RUSSELL BEDFORD WEBSITE

სიახლეები

რასელ ბედფორდმა მიიღო საუკეთესო ჯილდოები ყველაზე პრესტიჟული ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო დაჯილდოვებაზე

ოქტომბერი 2019


გლობალურმა სააღრიცხვო ქსელმა, რასელ ბედფორდ ინტერნეიშენალს მიანიჭა "წლის ქსელის" წოდება 2019 წლის საერთაშორისო სააღრიცხვო ბიულეტენის (International Accounting Bulletin) დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელიც ხუთშაბათს, 3 ოქტომბერს, ლონდონში ჩატარდა.

გარდა ამისა, ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივენ ჰამლეტმა მიიღო ინდივიდუალური ჯილდო "წლის პიროვნება", რაც მან მოიპოვა მისი ხელმძღვანელობისთვის და ამ პროფესიაში შეტანილი წვლილისათვის.

როგორც გამარჯვებულმა ნომინაციაში „წლის ქსელი“, რასელ ბედფორდმა აჩვენა ბიზნესის მომგებიანი ზრდის სტრატეგიების წარმატებით განხორციელების მაგალითი  და ინდუსტრიის მიერ აღიარებულ იქნა, როგორც ბრენდი, რომელიც ორიენტირებულია  კლიენტებს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროფესიონალურ მომსახურება. ბოლო 12 თვის განმავლობაში რასელ ბედფორდის  ქსელმა IFAC-ის მიხედვით ბრწყინვალე შედეგები დადო მრავალ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ თუ ოპერაციულ სფეროებში.