RUSSELL BEDFORD WEBSITE

სიახლეები

გლობალური ქსელის საქმიანობის მიმოხილვა - 2021

აპრილი 2022


„საერთაშორისო საბუღალტრო ბიულეტენის მსოფლიო კვლევის“ შედეგების მიხედვით, რომელიც ახლახანს გამოქვეყნდა და, რომელიც მოიცავს ყველა საერთაშორისო საბუღალტრო ჯგუფის შემოსავლების მონაცემებსა და ზრდის ტემპის მაჩვენებლებს, ჯილდოს მფლობელი ქსელის „რასელ ბედფორდ ინთერნეშენალის“ საქმიანობის განვითარების სტატისტიკა შესანიშნავია.

„რასელ ბედფორდი“ ინარჩუნებს მის პოზიციას საერთაშორისო ქსელების ტოპ ოცეულში, აჩვენა რა 17%-იანი ზრდა 2021 წელს და განაგრძობს რა შთამბეჭდავ და თანმიმდევრულ აღმავალ ტრაექტორიას, რომელიც დაჩქარებულია უკანასკნელი წლების მანძილზე. ქსელის ზრდა ტოპ ოცეულში შემავალ ფირმებს შორის იყო მეორე ყველაზე მაღალი ზრდა და ორჯერ მეტი, ვიდრე ყველა საერთაშორისო ქსელის საშუალო ზრდის მაჩვენებელი.

ექვსიდან ოთხ რეგიონში, „რასელ ბედფორდი“ პოზიციონირებს ტოპ ათეულში, მიღწეული პროცენტული ზრდის მიხედვით, ხოლო ევროპაში ყველა ტოპ ოცეულ ქსელს შორის მეორე ადგილზეა ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებლით.

„რასელ ბედფორდის“ აღმასრულებელი დირექტორი, სტივენ ჰამლეტი აღნიშნავს: „ძალიან ამაყი ვარ ამ წლის „საერთაშორისო საბუღალტრო ბიულეტენის მსოფლიო კვლევის“ ასეთი დადებითი შედეგებით. ანგარიშში ხაზგასმულია ქსელის მიერ გასულ წელს მიღწეული უზარმაზარი წარმატება, რაც მიუთითებს მნიშვნელოვან ზრდასა და მიღწევებზე“.

მან ასევე აღნიშნა: „ვფიქრობ რა ბევრის ძალისხმევაზე, რამაც მიგვიყვანა ამგვარ დიდ წარმატებამდე, მე, ჩემი გუნდი და ჩვენი ქსელის წევრები დიდი კმაყოფილებით შევყურებთ ქსელის მომავალს. რადგან კომპანიაში ჩემი მუშაობის ხუთი წელი სრულდება, ძალიან მადლობელი ვარ, რომ რასელ ბედფორდს მივყვები ამ გზაზე არსებული იმპულსის შენარჩუნებით და ველი ახალი შესაძლებლობებისა და უწყვეტი წარმატების მომდევნო 12 თვეს. ეს, მთელს მსოფლიოში ჩვენი ხალხის მონდომებისა და ამბიციების და ჩვენი საბჭოსა და ჩემი გუნდის დაუღალავი მხარდაჭერის და შრომისმოყვარეობის დამსახურებაა.”