RUSSELL BEDFORD WEBSITE

სიახლეები

პირველი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია კავკასიის უნივერსიტეტში

ივლისი 2019


2019 წლის 25 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტში რუსთაველის ფონდისა და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა პირველი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია სახელწოდებით: „გაზრდილი გამჭვირვალობა და ფინანსური ინფორმაციის ხელმისაწვდომობა: ახალი შესაძლებლობები აკადემიური საზოგადოებისათვის და სხვა დაინტერესებულ მხარეთათვის საქართველოში", კონფერენციას ესწრებოდა რასელ ბედფორდის დირექტორი და მმართველი პარტნიორი ზვიად ახვლედიანი.

კონფერენციას უძღვებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი ბუღალტერიის მიმართულებით,  ერეკლე პირველი, ბატონი პიერ კლუეტი, ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი საქართველოში, ასევე ბატონი ჟაკ პოტევინი, ეროვნული რეფორმების მხარდაჭერის ფონდის პრეზიდენტი საფრანგეთში და იური დოლიძე-ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი.

სრული ინფორმაცია ღონისძიების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

https://www.ccifg.ge/news/n/news/first-international-scientific-practical-conference.html