RUSSELL BEDFORD WEBSITE

სიახლეები

რასელ ბედფორდმა გლობალური ქსელების IAB-ის რეიტინგში მე -17 ადგილზე გადაინაცვლა

ივლისი 2019


IAB-მა  (The International Accounting Bulletin) გამოაქვეყნა 2019 წლის კვლევა, სადაც ვრცელდება ინფორმაცია გლობალური საბუღალტრო ქსელების საერთაშორისო რეიტინგების შესახებ, რომლის მიხედვითაც  რასელ ბედფორდი მე -17 ადგილზე იმყოფება.

ბოლო ორი წლის მანძილზე რასელ ბედფორდი ტოპ ოცეულში შემავალი გლობალური ქსელებიდან მეხუთე ადგილზეა ზრდის მაჩვენებლის მიხედვით.

რეიტინგის გამოქვეყნების შემდეგ, რასელ ბედფორდის აღმასრულებელმა დირექტორმა სტივენ ჰამლეტმა განაცხადა: „ძალიან ვამაყობ ჩვენი ქსელის მიღწევებით, რომლებიც დაფიქსირდა ბოლო ორი წლის განმავლობაში“. როდესაც 2017 წელს ვუერთდებოდი რასელ ბედფორდის გუნდს, ვიცოდი, რომ აქ იყო მყარი საფუძველი გაფართოებისა და განვითარებისათვის. ჩვენ არ ვიშურებთ ძალისხმევას ქსელის გაუმჯობესებისათვის და ჩვენი ბრენდის განვითარებისათვის, შედეგად მივიღეთ ის, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე მოვიზიდეთ 30 ახალი წევრი კომპანია, რამაც რეკორდულად, 35%-ით, გაზარდა ჩვენი რეფერალების რაოდენობა მთელს ქსელში.

IAB-ის სარეიტინგო ცხრილის ზედა რიგებში გადანაცვლება ზუსტად ასახავს ამ დიდ მიღწევებსა და დიდ შრომას. მადლობას ვუხდი ჩემს გუნდს, მხარდაჭერისა და ერთგულებისათვის, ასევე დირექტორთა საბჭოს თავჯდომარეს, რომელიც არ იშურებდა ენერგიას იმისათვის, რომ ამ შედეგამდე მივსულიყავით და მსოფლიო მასშტაბით შემოგვეერთებინა ჩვენი ახალი წევრი კომპანიები.

ხშირად ვსაუბრობთ ზომასა და ციფრებზე, რადგან რეიტინგული პოზიციები მართლაც მნიშვნელოვანია; თუმცა, ჩვენს ქსელში განსაკუთრებული ყურადღება მაინც ხარისხს ექცევა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რაც კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს, როგორც წამყვანი ჯგუფის პოზიციას, რომელიც იზიდავს განვითარებაზე და კლიენტებისათვის უკეთესი მომსახურების შეთავაზებაზე ორიენტირებულ ფირმებს.