RUSSELL BEDFORD WEBSITE

სიახლეები

რასელ ბედფორდის საქმიანობის მიმოხილვა 2020 წლისათვის

მარტი 2020


საერთაშორისო საბუღალტრო  აღრიცხვის ბიულეტენის მსოფლიო კვლევის  შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, რომელიც მოიცავს მონაცემებს ყველა საერთაშორისო საბუღალტრო ქსელის საკომისიოებისა და ზრდის ტემპების შესახებ, ჯილდოს მფლობელმა ქსელმა - რასელ ბედფორდ ინტერნეიშენალმა - გამოაქვეყნა რამდენიმე შესანიშნავი დასკვნა, კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე.

შთამბეჭდავი მაჩვენებლები გამოვლინდა რეგიონული ზრდის თვალსაზრისით, კერძოდ, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ყველა გლობალურ ქსელს შორის, პირველ ადგილს იკავებს რასელ ბედფორდი, მიაღწია რა ზრდის ყველაზე მაღალ პროცენტულ მაჩვენებლს. ანალოგიურად შთამბეჭდავია რასელ ბედფორდის ზრდა ევროპაში, სადაც ქსელმა მესამე ადგილი დაიკავა ტოპ 20–ის ყველა ქსელთან შედარებით; ხოლო, ზრდის თვალსაზრისით მეოთხე ადგილი - აფრიკაში.

ასევე, ყველა გლობალურ ქსელშ შორის, რასელ ბედფორდმა დაიკავა მეორე ადგილი, ახალი წევრი-ფირმების რაოდენობის ზრდის მაჩვენებლების მიხედვით, ხოლო გლობალური შემოსავლების მხრივ, მიაღწია მეცხრე ადგილს ყველაზე მაღალი პროცენტული ზრდისა და შემოსავლების 5%-იანი ზრდის მაჩვენებლებით; რაც 1%-ით მეტია, ვიდრე ინდუსტრიის საშუალო 4% მაჩვენებელი.

ამ შედეგების შესახებ საუბრისას, რასელ ბედფორდ ინტერნეიშენალის აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივენ ჰამლეტმა აღნიშნა: ”ძალიან სასიამოვნოა ბოლო პერიოდში ჩატარებული IAB მსოფლიო კვლევის ასეთი დადებითი შედეგების დანახვა. მოხარული ვარ, რომ ქსელმა, რომელიც მოტივირებულია მიაღწიოს თანმიმდევრულ პროგრესს, აჩვენა ყველაზე მაღალი ზრდა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში და მეორე ადგილზე გავიდა ახალი წევრი ფირმების რაოდენობის ზრდის მაჩვენებლების მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ ტოპ 20 ქსელში მნიშვნელოვანია ჩვენი პოზიციის შენარჩუნება, ასეთი პოზიტიური მაჩვენებლებითა და სტატისტიკით, ჩვენ მაინც ვიტოვებთ ვალდებულებას მუდმივად გავაუმჯობესოთ არა მხოლოდ ასეთი რეიტინგები, არამედ, რაც მთავარია, გავაუმჯობესოთ მომსახურება,  რომელსაც ჩვენს წევრებს ვთავაზობთ; რაც საშუალებას მისცემს მათ ყოვლისმომცველი და ხარისხიანი დახმარება გაუწიონ თავიანთ გლობალურ კლიენტებს. ”